Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Thursday, April 27, 2017
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

401

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ახალქალაქში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ: 500 კოლოფ DONTABAK-ს“, 480 კოლოფ GARNY PREMIUM BLUE”-ს, 580 კოლოფ VIP-ს, 140 კოლოფ BLACK TIP-ს, 80 კოლოფ BLACK TIP COMPACT-ს და 10 კოლოფ „AKHTAMAR“-ს. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4 - დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top