Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის უკანონო წარმოება რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავა

Friday, June 17, 2016
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის  უკანონო წარმოება რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავა

485

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, ორი პირი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში  მდებარე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში დაამზადეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი და შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე, ალკოჰოლზე ტურისტული სეზონით გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნის გამო, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, 5 000 ლარად განახორციელეს მისი რეალიზაცია სავაჭრო და საკვებ ობიექტებში. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200  მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საგამოძიებო სამსახური განახორციელებს მკაცრ კონტროლს მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top