Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა "სურსათის ეროვნული სააგენტოს" თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა

Thursday, July 9, 2015
საგამოძიებო სამსახურმა "სურსათის ეროვნული სააგენტოს" თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა

599

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თბილისის სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების გვერდის ავლით, მოქალაქეზე გასცა ორი ერთეული ყალბი ვეტერინარული მოწმობა ე.წ. ფორმა N2, ისე, რომ რეალურად არ შეამოწმა ხორცპროდუქტის ვარგისიანობა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

 

 

Back To Top