Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი 11 ჰექტარი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ექვსი პირი პასუხისგებაში მისცა

Monday, February 8, 2016
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი 11 ჰექტარი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ექვსი  პირი პასუხისგებაში მისცა

527

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი, 1 013 390 ლარის ღირებულის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ ერთ-ერთი ქალაქის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ყოფილ უფროსთან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამავე ქალაქის სარეგისტრაციო სამსახურის ყოფილ უფროსთან. 2001-2006 წლებში, საჯარო მოხელეთა დახმარებით, ბრალდებულებმა შეადგინეს უძრავი ქონების შეძენის ყალბი ოქმები და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, შემდგომში კი უძრავი ქონება ეტაპობრივად გაყიდეს სხვადასხვა პირებზე. 

აღნიშნულ საქმეზე ყველა მათგანს წარედგინა ბრალდება და მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, ასევე 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top