Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საფინანსო კომპანია საქართველოს დირექტორი და კომპანიის ფაქტობრივი მმართველი დააკავა

Friday, December 16, 2016
საგამოძიებო სამსახურმა საფინანსო კომპანია საქართველოს დირექტორი და კომპანიის ფაქტობრივი მმართველი დააკავა

445

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი  და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია,  რომ 2013 წლის 14 აგვისტოს  მ. ფ-ს ორგანიზებით, დარეგისტრირდა   შპს. საზოგადოების  საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით თანხის  მიღება. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ ანაბრის სახით განახორციელა ფულადი   შენატანი. 

შპს-ის დირექტორმა, მ. ფ-ს ორგანიზებით, ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა აღნიშნული თანხები, კერძოდ,  ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ. ფ-ს სახელზე, ასევე  მის  საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მ. ფ-ზე გაცემულ იქნა მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო ერთ-ერთ შპს-ზე – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი. შპს-გან  მიღებული თანხა მ. ფ-მ არ დააბრუნა და გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის გამოც მშნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებელია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს. 

გამოძიების მიერ დაყადაღებულია თ. ლ-ს და მ. ფ-ს, მისი ოჯახის წევრების და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოთა წილები და ანგარიშები. ასევე ჩატარებულია სხვადასხვა საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკები და აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა  მიერ შესაძლო გადამალული ქონებების აღმოჩენის მიზნით. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელით სახით ითვალისწინებს  7-დან 11 წლამდე პატიმრობას. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«September 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

 

Back To Top