Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა სასაქონლო ზედნადების გარეშე ხე - ტყის მასალის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინა

Friday, July 7, 2017
საგამოძიებო სამსახურმა სასაქონლო ზედნადების გარეშე ხე - ტყის მასალის  ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინა

366

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე ხე - ტყის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს. პირველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 22 მ3 საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების,  ხოლო მეორე შემთხვევაში  13 მ3 საქონლის ტრანსპორტირების ფაქტებს.

ამოღებულია ხე - ტყის მასალა და სატრანსპორტო საშუალებები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ხე - ტყის მასალის წარმომავლობისა და დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირების გამოვლენა - მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე 200 პრიმა 3 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.




 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top