Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

Tuesday, February 7, 2017
საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

430

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართელოს რამდენიმე მოქალაქეს, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოჰქონდა იაფფასიანი, დაბალხარისხიანი სარეცხი საშუალებები, შემდგომში კი, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში  ახდენდნენ “Henkel”- ისა და “Procter & Gamble Co.”- ის ბრენდირებული პროდუქტების, „PERSIL Expert Color”- ის, “PERSIL Vernel”- ის  და ”ARIEL”- ის, კუსტარული წესით დამზადებას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით.  საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან და სავაჭრო ქსელიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები და  ის ტექნიკური აღჭურვილობა, რისი საშუალებითაც ხდებოდა ბრენდირებული სარეცხი საშუალებების ფალსიფიცირება. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  2 წლამდე ვადით. 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top