Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

Saturday, September 20, 2014
საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

715

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა მოქალაქეები გ. ნ, კ. ნ. და მ. თ. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისთვის დაწესებული 5 დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, დაარეგისტრირეს 6 სხვადასხვა კომპანია და საქართველოში შემოიტანეს 1 200 000 ლარის ღირებულების პემზა, ცემენტი, სასუქი და სხვა პროდუქცია. 

პროდუქციის განბაჟების შემდეგ კი მათ თავი აარიდეს იმპორტის გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 220 000 ლარის ზიანი. 

185-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულებს 4-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

 

 

Back To Top