Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო დეპარტამენტთან ერთად საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინა

Friday, July 1, 2016
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო დეპარტამენტთან ერთად საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინა

479

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. 

გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საბაჟო გამშვები პუნქტის,  ,,სადახლო-საავტომობილოს’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდათ დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროს და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები. აღნიშნული კანონდარღვევისათვის ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11  წლამდე ვადით. 
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top