Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარის“ მებაჟე ოფიცერი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

Thursday, May 5, 2016
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარის“ მებაჟე ოფიცერი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

496

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარის“ მებაჟე ოფიცერი. 

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით,  დიდი რაოდენობით ვეტერინარული მედიკამენტების ფარულად, უკანონოდ შემოტანაში დახმარების და მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს, ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა გარკვეული თანხა. 

საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

 

 

Back To Top