Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ნახევარი მილიონი ყალბი აქციზური მარკა ამოიღო

Tuesday, May 31, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ნახევარი მილიონი ყალბი აქციზური მარკა ამოიღო

493

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საერთაშორისო დანაშაულის ფაქტი აღკვეთა, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების  გასაღების  ფაქტზე, უკრაინის მოქალაქე ვ. კ. და საქართველოს მოქალაქეები, ე. მ. და  ა. ხ. დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელიც აერთიანებს უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 500 000 ერთეული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანეს.  ბრალდებულები დაკავებული იქნენ ყალბი აქციზური მარკების 185 000 ლარად რეალიზაციის დროს.

ზემოაღნიშნული ყალბი აქციზური მარკების გამოყენებისა და რეალიზაციაში გაშვების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა 550 000 ლარის ოდენობის ზიანი. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2001-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12  წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top