Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

Saturday, March 12, 2016
საგამოძიებო სამსახურმა მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების  ბრალდებით  ერთი პირი დააკავა

512

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და ერთი მოქალაქე დააკავა.
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დაგეგმა ეგვიპტის მოქალაქის საკუთრებაში არსებული, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ძვირადღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან დაამზადა აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, თითქოს, ეგვიპტის მოქალაქემ გადასცა მიწის ნაკვეთის განკარვის უფლება. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტით, დაკავებულმა მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა თავის სახელზე, რის შემდეგაც გაასხვისა საქართველოს მოქალაქეზე.
 
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე  მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 4 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top