Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა კონიაკი "ჰენესის" აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Thursday, November 3, 2016
საგამოძიებო სამსახურმა კონიაკი "ჰენესის" აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

462

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე საქრთველოს ერთი მოქალაქე დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად ახდენდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული კონიაკის, „ჰენესის“ აქციზური მარკის გარეშე რეალიზებას. დაკავებულის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის ჩხრეკისას საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით უაქზიცო ალკოჰოლური სასმელი. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top