Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა კიბერდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავა

Friday, September 9, 2016
საგამოძიებო სამსახურმა კიბერდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავა

466

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები  სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ პლასტიკურ ბარათებს, რომლებზედაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ჰაკერული გზით გადმოჰქონდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი პლასტიკური ბარათების მონაცემები და შემდგომში იყენებდნენ თბილისში არსებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ნივთების შესაძენად. შეძენილი პროდუქციის რეალიზაციის გზით კი იღებდნენ ფინანსურ სარგებელს.
 
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«January 2025»
MonTueWedThuFriSatSun
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top