საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, ერთ კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი, ,,ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, ასევე ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ანტიკვარული ნივთები.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5 დან 7 წლამდე.