Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს ბრალი წარუდგინა - გამოტანილია დადგენილება მათი ძებნის შესახებ

Friday, May 19, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს ბრალი წარუდგინა - გამოტანილია დადგენილება მათი ძებნის შესახებ

389

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ფაქტზე, ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული ორი შპს-ის, ასევე, ოფშორულ ზონაში, რეგისტრირებული კომპანიის  ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს მოქალაქე, მ. ჟ-მ და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ი. ვ-მ, 2014 წლიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში, ამავე კომპანიების საშუალებით, მოიზიდეს საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირები ერთ-ერთ შპს-ში ფინანსური ინვესტიციის განხორციელების მიზნით, სანაცვლოდ, ყოველთვიური მაღალი საპროცენტო სარგებლის გაცემისა და ინვესტირებული თანხის სრულად დაბრუნების პირობით. აღნიშნული გზით, ბრალდებულების მიერ,  ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თანხების მიზნობრივად ინვესტირების ნაცვლად,  გაფლანგულ იქნა 105 ფიზიკური პირის მიერ ინვესტირებული თანხა - ჯამში  1 589 266  აშშ  დოლარის ოდენობით. 

მ. ჟ-მ და ი. ვ-მ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებამდე დატოვეს საქართველოს საზღვარი, დღემდე თავს არიდებენ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში. სასამართლომ მათ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა და გამოიტანა დადგენილება მათი ძებნის შესახებ. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top