Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი კაზინოს ხელმძღვანელ პირებს ბრალი წაუყენა

Friday, September 4, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი კაზინოს ხელმძღვანელ პირებს ბრალი წაუყენა

575

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ერთ-ერთი კომპანიის მმართველი დირექტორის ვ. ბ-ს, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვ. ტ-ს და იურიდიული პირის -  ერთ-ერთი შპს-ის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, სამორინეს სახელითა და მის სასარგებლოდ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და მოთამაშეთა კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება-ჩაწერის ფაქტზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ  შპს-ის მმართველი დირექტორი ვ. ბ, მიუხედავად სამორინეების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვისა, არღვევდა ლიცენზირების პირობებს და სისტემატიურად ახდენდა მოთამაშეებზე ფსონების დასადებად სესხების უკანონოდ გაცემას, რითაც შპს-მ  7 თვის განმავლობაში მიიღო 12 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი.

ლიცენზირების პირობების დარღვევით საქმიანობის პარალელურად, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვ. ტ-ს ორგანიზებით, კაზინოს სათამაშო მაგიდებზე დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურის მეშვეობით, სამორინეს სახელითა და მის სასარგებლოდ, უკანონოდ მიმდინარეობდა მოთამაშეთა კერძო საუბრების მიყურადება, ჩაწერა და სერვერებზე შენახვა, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების, მოთამაშეთა უფლებებისა და ნების სრული იგნორირებით.

ლიცენზირების პირობების დარღვევით საქმიანობის პარალელურად, აღნიშნული შპს სისტემატურად თავს არიდებდა გადასახადების გადახდას. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, შპს-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 19 269 277 ლარი.

გამოძიება აგრძელებს სამორინეს საქმიანობის შესწავლას, მიღებული შემოსავლების კანონიერების, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტების ირგვლივ.

იურიდიულ პირს - შპს-ს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით - უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელბისათვის და სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას.

ბრალდებულებს ვ. ტ-ს და ვ. ბ-ს დატოვებული აქვთ საქართველოს ტერიტორია და თავს არიდებენ გამოძიებას.

ვ. ბ-თვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღვეთას 1-დან 3 წლამდე, ხოლო ვ. ტ-ს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top