Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

Friday, October 17, 2014
საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

699

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრების კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარე და შპს-ის  დირექტორი, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
 
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენლია, რომ ბრალდებულმა 2006-2010 წლებში, მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი და კომერციული ფართების შეძენის სანაცვლოდ, შეტანილი თანხის მხოლოდ ნაწილი მოახმარა ქ.თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც დღესაც დაუსრულებელია, ხოლო 14 800 000 ლარის ოდენობით ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც 100-ზე მეტ მოქალაქეს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«September 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

 

Back To Top