Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

Thursday, October 2, 2014
საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

708

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2008 წლის მარტის თვეში, აღნიშნული ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 494 660 ლარს. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, სასჯელის სახით 7-იდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

 

 

Back To Top