Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

Saturday, July 30, 2016
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

473

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ერევანი - თბილისი - ბათუმის მატარებლის პერსონალის ორი წევრი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერევანი - თბილისი - ბათუმის მატარებლით, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას ქალაქ ბათუმში სხვადასხვა მოქალაქეზე ახდენდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ასეთი რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა და ბრალდებულები, 1000 კოლოფი ,,ვინსტონი“- სა და ,,ქემელი“- ს  მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის დროს დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«April 2025»
MonTueWedThuFriSatSun
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

 

 

Back To Top