Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Wednesday, July 27, 2016
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

476

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა. 

გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლის სავარძლის ქვეშ მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უმაღლესი სინჯის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7  წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top