საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 17 იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ გავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან ბრალდებულმა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.