Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კუსტარულად დამზადებული სარეცხი საშუალება ამოიღო

Wednesday, October 7, 2015
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კუსტარულად დამზადებული სარეცხი საშუალება ამოიღო

565

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი შპს-ის ხელმძღვანელი პირების მიერ, სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით “FAIRY“-ის ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული შპს-ის  საწარმოდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის კუსტარულად დამზადებული სარეცხი საშუალება და წარმოებისთვის გამზადებული სასაქონლო ნიშნები. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან  5 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«April 2025»
MonTueWedThuFriSatSun
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

 

 

Back To Top