საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, აღკვეთილ იქნა დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი.
გამოძიებით დადგენილია, საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი „MITSUBISHI PAJERO“-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.