Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საზღვარზე შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

Friday, March 4, 2016
საგამოძიებო სამსახურმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საზღვარზე შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

516

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო საზღვრის კონტროლისაგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები. ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავა. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან  11 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«February 2025»
MonTueWedThuFriSatSun
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

 

 

Back To Top