Press releases

News/Press releases

საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Wednesday, January 21, 2015
საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

670

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 25 000 ლარს. დაკავებულმა, ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული პროდუქცია შენიღბულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავით შემოიტანა. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის II ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით  5-დან  7 წლამდე. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«April 2025»
MonTueWedThuFriSatSun
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

 

 

Back To Top