Press releases

News/Press releases

რთველი 2015 - ის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევებისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

Saturday, November 21, 2015
რთველი  2015 - ის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევებისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

556

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, 2015 წლის რთველის მიმდინარეობის პერიოდში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებისგან იბარებდა ყურძენს და მიღება-ჩაბარების აქტებში თვითნებურად უთითებდა ჩაბარებული ყურძნის გაზრდილ რაოდენობას, რითაც ზრდიდა მოქალაქეზე გასაცემი სახელმწიფო სუფსიდიის ოდენობას.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top