Press releases

News/Press releases

მცხეთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

Thursday, September 25, 2014
მცხეთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების  თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი  დააკავეს

713

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების და სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ფართობის მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ოთხი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის მარტში, ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე ვადით. 

ამასთან, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით. 


 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top