Press releases

News/Press releases

მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

Tuesday, October 21, 2014
მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

697

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლთურად დაუფლების ბრალდებით, მოქალაქეები ა. მ, მ. ნ. და ასევე, ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების ერთ-ერთი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა. მ. და მ. ნ, შ. დ-ის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლნენ დიდი ოდენობით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ეგრეთწოდებულ ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 11.05 ჰექტარ მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო ღირებულება, 1 020 850 ლარს შეადგენს. 

ჩადენილი დანაშაულისათვის ა. მ-ს და მ. ნ-ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რისთვისაც სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 6 დან 9 წლამდე ვადით, ხოლო შ. დ-ს მიმართ სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«January 2025»
MonTueWedThuFriSatSun
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top