Press releases

News/Press releases

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

Monday, September 28, 2015
დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

569

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან შეთანხმებით, 2011 წლიდან ახორციელებდა სოციალურ პროექტს, რომლის თანახმად, კონტრაქტორ არასამთავრობო ორგანიზაციას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო ნივთები და ინვენტარი უნდა შეეძინა. პროექტის განხორციელების მიზნით, შვეიცარიის სააგენტოს მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე  310 002 ლარი ჩაერიცხა. ბრალდებულმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დიდი ოდენობით თანხა 188 468 ლარი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11 წლამდე.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top