Press releases

News/Press releases

"დაუბეგრავი მინიმუმის" თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

Wednesday, April 8, 2015
"დაუბეგრავი მინიმუმის" თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

634

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად გამოავლინა სქემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე  დააკავა მოქალაქეები ნ. მ, ზ. ვ, გ. ძ. და ლ. შ, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ს. დ, ნ. ვ, ე. გ, ნ. კ. და ვ.გ.

გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო - ერთ-ერთი შპს-ის ბუღალტერი ნ. მ. მისი ყოფილი მეუღლე გ. ძ. და მათი მეგობარი ზ. ვ. ე.წ. „დაუბეგრავი მინიმუმი“-ს პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ, ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს. ამის შემდეგ, ამ მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ ე.წ. „დაუბერგავი მინიმუმი“-ს სახელმწიფოს კუთვნილ თანხას.  საერთო ჯამში, ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 419 095 ლარი. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top