Press releases

News/Press releases

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პასუხისგებაში მისცეს

Thursday, January 22, 2015
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პასუხისგებაში მისცეს

669

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით,  ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების  და ცრუ მეწარმეობის ფაქტზე,  დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები უზრუნველყოფდნენ საქართველოს მასშატაბით ფიზიკური პირებისგან  ჯართის მიღებას და რეალიზაციას, რა დროსაც გადახდისუუნარო, არარეზიდენტ პირებზე არეგისტრირებდნენ შპს-ებს, შემდეგ კი არ იხდიდნენ ფიქტიურ საწამოებზე დაგროვილი დამატებითი ღირებულების გადასახადის დავალიანებებს.  

გამოძიების ამ ეტაპზე გამოკვეთილია 1 122 770 ლარის ოდენობის დღგ-ს  უკანონო ჩათვლა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოყენებით, რითაც სახელმწუფო ბიუჯეტს  განსაკუთრებთ მნიშვენლოვანი ზიანი მიადგა.

გამოძიება გრძელდება საქართვწელოს სისხლი სასამართლის კოდექსის  210 - ე მუხლის მე 2 ნაწილით და 193 - ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top