Press releases

News/Press releases

დაკავება სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით

Thursday, August 7, 2014
დაკავება სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით

732

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხიგებაში მისცა ერთ-ერთი შპს-ის ყოფილი დირექტორი და ერთ-ერთი საააგენტოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი.

2012 წელს დაიწყო სახელმწიფოს კუთვნილი ოთხი საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც დასრულდა 3 დღეში. ოთხივე საწარმო ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციონირებას. სალიკვიდაციო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთმა სსიპ-მა გამოსცა ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთი ლიკვიდირებული ფირმიდან ამოღებულ იქნა 800 000 ლარი, რაც გადაირიცხა ერთ-ერთ კომპანიაში, შემდგომი მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით.

სალიკვიდაციო პროცედურები წარიმართა საქართველოს კანონდებლობის უგულვებელყოფით. გარდა ამისა, განზრახ დამალეს ზემოაღნიშნული კომპანიის საბანკო ანგარიშზე 800 000 ლარის არსებობა და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების მიუხედავად თანხა დარჩა საბანკო ანგარიშზე. ამ დანაშაულებრივი სქემით საწარმოს ყოფილი დირექტორი და ლიკვიდატორი  მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას. საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და შპს-ის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის დიდ ნაწილს დაედო ყადაღა, შემდგომში კი მიქცეული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

პასუხისმგებლობისაგან თავიდან დაღწევის მიზნით ბრალდებულებმა თავი აარიდეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც მათ მიმართ  ძებნა გამოცხადდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top