Press releases

News/Press releases

დაკავება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების დაუფლების ფაქტზე

Wednesday, August 6, 2014
დაკავება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების დაუფლების ფაქტზე

733

2014 წლის 4 აგვისტოს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების დაუფლების, სამსახურეობრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტზე დააკავეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის თემის ყოფილი რწმუნებული ი. მ. მოქალაქეები ბ. ბ, რ. ბ. და ს. კ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბ. ბ-მ განიზრახა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწების სანაცვლოდ, მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება. გეგმის სისრულეში მოსაყვანად დაუკავშირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის თემის ყოფილ რწმუნებულს, ი. მ-ს, მოქალაქეებს ს. კ-ს და რ. ბ-ს, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს ყალბი მონაცემების შეტანა სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, თითქოსდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ტერიტორიაზე ფლობდნენ და სარგებლობდნენ 17 195 კვ/მ მიწის ნაკვეთით, რის გამოც, კომპენსაციის სანაცვლოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღეს 258 858 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.






 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top