Press releases

News/Press releases

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

Friday, February 10, 2017
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

429

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი,  სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო - გამშვები პუნქტი, ,,სარფის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ ,,IVECO’’ - ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოში გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ცეცხლსასროლი იარაღები. საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი,  სანადირო და პნევმატური იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top