Press releases

News/Press releases

ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

Saturday, November 26, 2016
ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

456

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ბრენდირებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის, ყალბი აქციზური მარკების გამოყენების და გასაღების, ასევე, მეორადი გამოყენების მიზნით აქციზური მარკების გამოყენების და გასაღების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, საკუთარ საცხოვრებელ სახლში კუსტარულად მოწყობილი ტექნიკური საშუალებებით ამზადებდა ფალსიფიცირებულ ბრენდირებულ ალკოჰოლურ სასმელებს - „ჯეკ დენიელს“- ს, „ჩივას რეგალს,“ „აბსოლუტს“, „ფინლანდია“-ს, „პარლამენტს,“ „სტოლიჩნაია“- ს და სხვა სასმელებს, რომელთა მარკირებისათვის სისტემატურად იყენებდა ყალბ და მეორად აქციზურ მარკებს, ხოლო შემდგომში ახდენდა მის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებულის სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები. ასევე, ამოღებულია ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების წარმოებისათვის საჭირო ინვენტარ-მოწყობილობები და ქიმიური შენაერთები. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2001 მუხლის პირველი ნაწილით და მე-2002 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით. 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«September 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

 

Back To Top