Press releases

News/Press releases

ბინათმესაკუთრეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს - ების დირექტორები პასუხისგებაში მისცეს

Thursday, March 26, 2015
ბინათმესაკუთრეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს - ების დირექტორები პასუხისგებაში მისცეს

642

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2013-2014 წლებში ქ. თბილისის სამი რაიონის გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი ბ. ტ. ამავე საქმეზე ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა კერძო საექსპერტო დაწესებულების შპს-ის დირექტორი ბ. მ. და ექსპერტი გ. ლ.

გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ბ. ტ-მ  ქ. თბილისის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში გადახურვის სამუშაოების და სახლების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების წარმოებისას, გამგეობებისთვის წარდგენილ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ღირებულება და მოტყუებით დაეუფლა ქ. თბილისის გამგეობების კუთვნილ 109 808 ლარს.
 
ხოლო მეორე კომპანიის დირექტორმა ბ. მ-მა და მისმა თანამშრომელმა, ექსპერტმა გ. ლ-მა შპს-ის შესრულებლ სამუშაოებზე გასცეს ყალბი საექსპერტო დასკვნები, რითაც დაადასტურეს, თითქოსდა შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) დაფიქსირებული სამუშაოს მოცულობები შეესაბამებებოდა ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებს, რის საფუძველზეც გამგეობამ მშენებელს ჩაურიცხა თანხა, მაშინ როდესაც ეს სამუშაოები არ იყო შესრულებული.
 
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და  180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9  წლამდე.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«September 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

 

Back To Top