Press releases

News/Press releases

ბანკომატებიდან თანხების მითვისების ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

Friday, April 3, 2015
ბანკომატებიდან თანხების მითვისების ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

638

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე ვ. ბ. დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2015 წლის 31 მარტსა და 01 აპრილს,  ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე რამოდენიმე ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. „სკიმერი“ და მოქალაქეების მიერ ბანკომატით სარგებლობისთვის გამოყენებული პაროლის დასაფიქსირებელი ვიდეო-აუდიო სათვალთვალო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შემდგომში თანხების მითვისების მიზნით, უკანონოდ მოიპოვა საბანკო პლასტიკური ბარათების ელექტრომაგნიტურ ზოლზე დატანილი პერსონალური მონაცემები, უნიკალური კოდი და ბარათის სარგებლობისათვის საჭირო პაროლი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილით და 285-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 6 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top