საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა უწყების სხვა ხელძღვანელ პირებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს, გუნდის ხელმძღვანელ ბ-ნ ტიბორ დრასკოვიჩს და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს ექსპერტ ბ-ნ ჰენდრიკუს (ჰარი) ვან ბოქსმეერს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა - ბესიკ ციხელაშვილმა, ონლაინ-ფორმატში მონაწილეობა მიიღო 2021 წლის 17 ნოემბერს ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის (ECCD) მიერ ორგანიზებულ „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრაში.
მიმდინარე წლის 08-12 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიიციის ატაშეს, გიორგი მეზვრიშვილის ხელშეწყობით, წარიმართა საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი, ვახტანგ ფარესიშვილი და ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ნაციონალური პოლიციის კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის (KOM), ხაზინის და ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო საბჭოს (MASAK) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შორის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უნივერსიტეტის დელეგაციას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
REGIONAL DIVISIONS