საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემოსავლების და საბაჟო სამსახურის ფისკალური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მეკავშირე ოფიცერს, ნიკ ეედეს შეხვდნენ.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართულობა გაიზრდება. აღნიშნული საკითხი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, იგა ზაალიშვილმა და გაერო - ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორმა, ნაიდა შამილოვამ საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობაზე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელს, ანა ჰინოიოსას შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ესტონეთში, ქალაქ ტალინში, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის (OLAF) ორგანიზებით გამართულ სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
REGIONAL DIVISIONS