საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის მმართველი საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას UNODC - ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი ნაიდა ჩამილოვა ხელმძღვანელობდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ, მისი უდიდებულესობის შემოსავლების და საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით (HM Revenue & Customs), ორგანიზებულ მე-5 საერთაშორისო ფორუმში ,,გადასახადი და დანაშაული“ (Fifth Forum on Tax and Crime) მონაწილეობს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემოსავლების და საბაჟო სამსახურის ფისკალური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მეკავშირე ოფიცერს, ნიკ ეედეს შეხვდნენ.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართულობა გაიზრდება. აღნიშნული საკითხი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, იგა ზაალიშვილმა და გაერო - ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორმა, ნაიდა შამილოვამ საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობაზე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
REGIONAL DIVISIONS