ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე ქალაქ ბათუმში გამართულ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ესწრება. ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -,,საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით იმართება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში საერთაშორისო სამართალდაცვითი აკადემიის (ILEA) აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შიდა შემოსავლების (IRS) ორგანიზებით გამართულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის მმართველი საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას UNODC - ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი ნაიდა ჩამილოვა ხელმძღვანელობდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ, მისი უდიდებულესობის შემოსავლების და საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით (HM Revenue & Customs), ორგანიზებულ მე-5 საერთაშორისო ფორუმში ,,გადასახადი და დანაშაული“ (Fifth Forum on Tax and Crime) მონაწილეობს.
REGIONAL DIVISIONS