საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, რომელსაც ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორი ანტონი მიკულსკისი ხელმძღვანელობდა.
10 – 13 სექტემბერს, ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური რიგით 23-ე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ელგანდაშვილი მონაწილეობდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი უკრაინის რესპუბლიკის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინა იუჟანინას შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე ქალაქ ბათუმში გამართულ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ესწრება. ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -,,საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით იმართება.
REGIONAL DIVISIONS