საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ საგამოძიებო სამმართველოს უფროსს ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის წარმომადგენელს - თეინ ლარსონს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს მოადგილეს სამართლის დარგში - მეთიუ ბოიდენს და აშშ-ის საელჩოს სამართლის დარგში ატაშეს ოფისის წარმომადგენელს - გიორგი ბერიშვილს შეხვდნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი უკრაინის რესპუბლიკის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი და ვაჟა ფანოზიშვილი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ ხელმძღვანელის მოადგილეს, იასენ იანჩევს შეხვდნენ.
REGIONAL DIVISIONS