საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის ოფისის დირექტორი, უილიამ ტომფსონი და ამავე ოფისის, საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს წარმომადგენელი, დენიელ ქვედბექი იმყოფებოდნენ. სტუმრებს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ფარესიშვილი შეხვდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციამ სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართა.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ - ტაჯიკეთის პრეზიდენტის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანტიკორუფციული სამსახურის, გენერალური პროკურატურისა და ეუთოს წარმომადგენლობის ოფისის თანამშრომლები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშეს ნიკოლას ქიფს შეხვდა. შეხვედრას აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისისა და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
REGIONAL DIVISIONS