Partnership and Cooperation

Partnership and Cooperation

International Cooperation/Partnership and Cooperation

საგამოძიებო სამსახურმა EUIPO-სა და საქპატენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

სამშაბათი, 04 თებერვალი, 2020

საგამოძიებო სამსახურმა  EUIPO-სა და საქპატენტის წარმომადგენლებს, პროექტის ხელმძღვანელს  იბონ ორმაზაბალს და სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი კასრაძეს უმასპინძლა. უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ხურცილავამ,  კოლეგებთან ერთად სტუმრებს  საგამოძიებო  საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, პროცედურები და სამართლებრივი საფუძვლები გააცნო. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომელთაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების პროცესში ხვდებიან.

ლატვიის რესპუბლიკის შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი

ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2019

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო რამიშვილმა და მისმა მოადგილეებმა,  ლატვიის რესპუბლიკის  შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს კასპარს პოდინიშს და მის მოადგილეს კრისტინა პრუსაკა-ბრინკმანეს უმასპინძლეს.

საგამოძიებო სამსახურის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში

ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  დელეგაცია - სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და  უწყების წარმომადგენლები  ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს ხელმძღვანელებს -  ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს გენერალურ დირექტორს, ვალდურ ლაიდს, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს, რაინ კუუსს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

 

 

საგამოძიებო სამსახურში დღეს ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი, 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში,  ევროპის  ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის ოფისის დირექტორი, უილიამ ტომფსონი და ამავე ოფისის, საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს  წარმომადგენელი, დენიელ ქვედბექი იმყოფებოდნენ.   სტუმრებს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ფარესიშვილი შეხვდა.

678911131415
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top