Partnership and Cooperation

Partnership and Cooperation

International Cooperation/Partnership and Cooperation

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2023

საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (PAR) ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშთი კიარამიანის შეხვდა

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, არგიშთი კიარამიანის შეხვდა.

ბლოკჩეინ მონაცემთა ანალიზის წამყვანი კომპანიის Chainalysis-ის ექსპერტების მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2-დღიანი ტრენინგი გაიმართა

ორშაბათი, 14 აგვისტო, 2023

საგამოძიებო სამსახურმა გამომძიებლებსა და ანალიტიკური პერსონალისთვის ორგანიზებული 2-დღიანი ტრენინგის ფარგლებში კომპანია Chainalysis-ის ექსპერტებს (მაჰმუდ ელ სადი ესსას და შაილენდრა სადს) უმასპინძლა. კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს და ფინანსურ ინსტიტუტებს უწევს მომსახურებას და ასევე, აწვდის უშუალოდ მათზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. 

შეხვედრა კომპანია Tether-ის წარმომადგენლებთან

სამშაბათი, 27 ივნისი, 2023

საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში გაიმართა უწყების წარმომადგენლების შეხვედრა კომპანია Tether-ის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაოლო არდოინო (ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი). შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ციფრული გადახდების პლატფორმა CityPay.io-ს ხელმძღვანელი პირები.

245678910
«ივნისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

 

 

Back To Top