საგამოძიებო სამსახურის უფროსს - მიხეილ მაღლაკელიძეს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მიხეილ მაღლაკელიძის მოადგილედ ზვიად დვალი დაინიშნა.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ახლადდანიშნული მოადგილე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. 
შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალმა მოადგილემ, თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის საკუთარი ხედვები გააცნო და  წარმატებები უსურვა.
ზვიად დვალს, ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას გააჩნია როგორც სამართალდამცავ უწყებაში, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

რეგიონული სამმართველოები

სტაჟირების პროგრამა

დაგვიკავშირდით