ახალი ამბები


ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის ქონების გაფლანგვის ფაქტზე მხილებულია ორი პირი

სამშაბათი, 14 ნოემბერი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. 

საგამოძიებო სამსახურში გახანგრძლივდა სტაჟირების კონკურსში განაცხადების მიღების ვადა

სამშაბათი, 14 ნოემბერი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის პერიოდი მიმდინარე წლის 27 ნოემბრის ჩათვლით გაახანგრძლივა. საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://is.ge/ka-ge/stajireba.

«ნოემბერი 2023»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
Back To Top