გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის (CCEC) ორგანიზებით გაიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებული ონლაინ-ტრენინგების საწყისი ციკლი. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები წარმოადგენს პირველ ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც პორტსმუტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება მიმდინარე წლის თებერვალში მხარეთა შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ლატვიის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოლგა ბოგდანოვა. ლატვიელი კოლეგები დეტალურად გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას, პრიორიტეტებს და ასევე, ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს.
12-13 დეკემბერს, ევროპოლ-ის ეგიდით, EMPACT-ის („ევროპის მულტიდისციპლინარული პლატფორმა კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ" European Multidisciplinary Platform Against Criminal threats) პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და იტალიის რესპუბლიკის NAS Carabinieri თანაორგანიზატორობით, თბილისში გაიმართა კონფერენცია _ EMPACT IPCCGC/OPSON XIII on Counterfeit Food and Geographical Indications.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ანალიტიკური მიმართულებით არსებული მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი და უწყების წარმომადგენლები ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის დასკვნით კონფერენციას დაესწრნენ.
რეგიონული სამმართველოები